სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: გადავარჩინოთ მდინარეები დაჭუჭყიანებისაგან.



პროექტის მთავარი იდეა (თემა): ბოლო დროს დაჭუჭყიანებულია მდინარეები. ეკოლოგიური ბალანსი ირღვევა და საჭიროა მოსახლეობამ იზრუნოს ადგილობრივი მდინარეების და წყალსაცავების დასუფთავებაზე.



პროექტის აქტუალობა: მსოფლიო დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები ჩაერთვებიან ამ პროცესში. მოიძიებენ ინფორმაციას დაჭუჭყიანებული მდინარეების შესახებ, რითაც განუვუთარდებათ კვლევა-ძიების უნარი და მოუწოდებენ მოსახლეობას არ დააჭუჭყიანონ მდინარეები.

მონაწილეთა ასაკი: 10-11

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსახლეობა არ დააგვიანებს მდინარეებს. მოსწავლეები გააკეთებენ კედლის გაზეთს რითაც განუვითარდებათ წერა-კითხვის უნარი. თარგმნიან ინფორმაციას ინგლისურ ენაზე, რითაც გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.



პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდი, მარკერი, კალამი, ფანქარი, ინტერნეტი, ვიდეო და აუდიო მასალა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1 თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება.

აქტივობა 2 კლასის  დაყოფა ჯგუფებად.

აქტივობა 3 პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.

აქტივობა 4 ჯგუფში როლების გადანაწილება.

პირველი ჯგუფი მოსახლეობას მიაწოდებს ინფორმაციას დაჭუჭყიანებული მდინარეების შესახებ და მოუწოდებს მათ არ დაანაგვიანონ ისინი.

მეორე ჯგუფი ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს გამოყონ საჭირო რესურსები და დაასუფთაონ მდინარეები და წყალსაცავები.

აქტივობა 5 პროექტის მომზადება.

აქტივობა 6 პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა 7 პროექტის შეფასება.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ინგლისური ენა/გეოგრაფია.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

  • ვისახავთ მიზანს და გავდივართ შედეგზე. ვსწავლობთ შესაბამისს ლიტერატურას, ვნახულობთ ვიდეო მასალას.


პროექტის ხელმძღვანელი: ნათია როყუა.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rokuanatia@gmail.com

No comments:

Post a Comment